Napoli, ITALY Khvicha Kvaratskhelia of Napoli competes for the ball with Matteo Cancellieri of Parma during the Serie A match between Napoli and...ანტონიო კონტემ პარასკევის პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ დარჩენილ დროში ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობას კიდევ შეამოწმებენ და ისე გადაწყვეტენ ათამაშონ თუ არა ქართველი კვირას „კალიარის” წინააღმდეგ. მწვრთნელის ასეთი განცხადების მიუხედავად, იტალიური პრესა წერს, რომ ხვიჩა სარდინიაზე უეჭველად ითამაშებს. „გაძეტა დელო სპორტს” მაგალითად უფრო კვარაცხელიას ახალი პოზიცია აინტერესებს ვიდრე მისი ნატკენი კოჭი.

„როგორც ჩანს ტკივილმა გაუარა. ახლა კვარაცხელიას შეუძლია მოედანზე ახალ პოზიციასთან შეგუება განაგრძოს. ლაპარაკია უშუალოდ ლუკაკუს უკან, კართან უფრო ახლოს თამაშზე. აქ მოქმედების საშუალებას 3-4-2-1 განლაგება იძლევა. თუ ოდესმე ტაქტიკის შეცვლა გახდება საჭირო, ის თავის მარცხენა ფრთას დაუბრუნდება. მანამდე კი, კალიარიში, კვარაცხელია განაგრძობს ხაზებს შორის გადაადგილებას, ითამაშებს ართმევაზე, შეასრულებს პირველი მოპრესინგეს როლს და სხვა ყველაფერს, რასაც კონტე დაავალებს. ხოლოდ როდესაც აქტიურ ფაზაში მოუწევს მოქმედება, შეეცდება თავი შეაიარაღოს ისე, როგორც სჩვევია — მარჯვნიდან შეუტევს თუ მარცხნიდან მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

სამ შეხვედრაში ერთი გოლის გატანა ბევრი არ არის იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც ორი სეზონის წინ 180 წუთში სამი გაჰქონდა, მაგრამ ბევრია მისთვის, ვინც გასულ სეზონში საყოველთაო კრიზისით დათრგუნულმა პირველი გოლი მხოლოდ მეექვსე ტურში შეაგდო. კვარას ეჩქარება. მასთან ერთად ეჩქარება „ნაპოლისაც”, — წერს მილანური გაზეთი.