„ნაპოლის” ოფიციალური ვებგვერდი აცხადებს, რომ გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად „პარტენოპეელთა” აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ხვიჩა კვარაცხელია. ახალი სეზონის პირველ თვეში ქართველმა გარდა იმისა, რომ ზოგადად კარგად ითამაშა, „ბოლონიასთან” შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. იმაში, რომ ნეაპოლელები 3 ტურის შემდეგ ორი მოგებით მე-6 ადგილზე არიან, კვარას წვლილი დიდია. კვირას, 15 სექტემბერს „ნაპოლი” და მისი ქართველი...
დღე: სექტემბერი 13, 2024
კაცებმა ისევ მშრალად მოიგეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-2 ტურში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა სატურნირო ცხრილში 2-2 ქულა ჩაიწერეს. ჩვენი ქალთა ნაკრები მონტენეგროს ეთამაშებოდა და 3:1 დაამარცხა. ნანა ძაგნიძემ ალექსანდრა ჟერებცოვას მოუგო, ნინო ბაციაშვილმა ალიონა სკვორცოვას აჯობა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა – ალექსანდრა მილოვიჩს; სალომე მელიამ კი ნიკოლინა კოლიევიჩთან წააგო. ორი ტურის შემდეგ ორივე გამარჯვება 41-მა...
კამპოსი: ოსიმენის გამო ნაპოლისთვის არასდროს მიგვიმართავს
„პარი სენ ჟერმენის” დირექტორმა ლუის კამპოსმა Sportitalia-თან ინტერვიუში გასული ზაფხული, კერძოდ კი ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ამბები გაიხსენა. „რასაკვირველია ოსიმენის გადაბირებას ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავდით, მაგრამ ბოლოს დავასკვენით, რომ გონსალო რამოსი, კოლო მუანი და მარკო ასენსიო სრულიად გვაკმაყოფილებენ”, — თქვა კამპოსმა. მიმართეს პარიზელებმა „ნაპოლის” ნიგერიელთან დაკავშირებით? „არა, არ მიგვიმართავს. ჩვენ მარტო ოსიმენზე კი არა, სხვა თავდამსხმელებზეც ვფიქრობდით....
კორიერე მეცოჯორნო: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს
იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ორ თემაზე ლაპარაკობს: მის ჯანმრთელობასა და ახალ ხელშეკრულებაზე. ჯანმრთელობის საკითხმა პირველ პლანზე მას მერე წამოიწია, რაც ტირანაში ალბანეთისა და საქართველოს ნარებთა ერთა ლიგის შეხვედრაში კვარას ფეხი ატკინეს და თამაშის ბოლოს ვილი სანიოლს მისი შეცვლა მოუხდა. ამასთან დაკავშირებით იტალიის ნაკრების ყოფილმა ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ Radio Punto Nuovo-თან ინტერვიუში თქვა: „კვარას ტრავმაზე...



