ნეაპოლური საიტები წერენ, რომ ანტონიო კონტეს შეუძლია შვებით ამოისუნთქოს: ხვიჩა კვარაცხელია დაშავებული არ არის. მას უბრალოდ ერთი მირტყმული ადგილი აქვს მოსაშუშებელი. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის” გარემარბმა ალბანეთთან შეხვედრაში ფეხი იტკინა, რის გამოც ის 75-ე წუთზე ვილი სანიოლმა შეცვალა. მწვრთნელმა თქვა, რომ ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში მოედანზე მეტი მოძრაობა სჭირდებოდა.
კვარაცხელიას ჯანმრთელობის შესახებ დამამშვიდებელი ცნობა „სქაის სპორტის” ყოვლისმცოდნე ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ვებგვერდზე დაწერა.
ხვიჩა ანტონიო კონტესთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მწვრთნელი მას ახალ „ნაპოლიში” ფუნდამენტურ ფიგურად მოიაზრებს. როგორც ცნობილია მალე ქართველს ახალ კონტრაქტსაც გაუფორმებენ და ის რომელუ ლუკაკუსთან ერთად (ზოგი გამოცემა წერს, რომ ლუკაკუს მერე) „აძურის” ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი იქნება.
კვირას, 15 სექტემბერს, საქართველოს დროით 20 საათზე, „ნაპოლი” სარდინიაზე „კალიარის” ესტუმრება.