Carsley, right, alongside his coach Ashley Cole, won't sing God Save the King before England's clash with the Republic of Irelandინგლისის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა ლი კერსლიმ განაცხადა, რომ დღეს ირლანდიისა და ინგლისის ნაკრები გუნდების შეხვედრის წინ ჰიმნს არ იმღერებს.

კერსლი ირლანდიელია, თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამბობს, რომ ფეხბურთელობის დროს თავისი ქვეყნის ჰიმნიც კი არ უმღერია. ის არც ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცობის პერიოდში მღეროდა ინგლისის ჰიმნს.

ინგლისის ქალაქ ბირმინგემში დაბადებულმა მწვრთნელმა „სამი ლომი” ერთა ლიგის წინ ჩაიბარა. სწორედ ამ შეჯიბრებაში გამოჩნდება გაუფორმებენ თუ არა მას „მუდმივმოქმედ” ხელშეკრულებას.

„ჰიმნის მღერა მაშინაც კი მიჭირდა, როდესაც ირლანდიის ნაკრებში ვთამაშობდი, — თქვა კერსლიმ გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე — არასდროს მიმღერია. ეს არის დაყოვნება მოთელვასა და თამაშს შორის. მე ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ. ჰიმნები კონცენტრაციას მაკარგვინებს. ჩემი გონება დაკავებულია მოწინააღმდეგის განლაგების ამოცნობით, იმაზე ფიქრით, თუ როგორ ჩაივლის შეხვედრის პირველი წუთები. მე ორივე ქვეყნის ჰიმნს პატივს ვცემ, ვხვდები რამდენს ნიშნავს ის ორივე ქვეყნისთვის, მაგრამ ხელი მეშლება”

მისი წინამორბედი გარეთ საუთგეიტი კი ჰიმნს ყოველთვის თავგადაკლული მღეროდა და ფეხბურთელებსაც იმავეს სთხოვდა.

კერსლის გადაწყვეტილება არ იმღეროს „ღმერთო დაიფარე მეფე” ცუდად ემთხვევა ირლანდიელი ხალხის ზიზღს ამ ჰიმნისადმი. დღეს ძნელია ვინმე დაარწმუნო, რომ ინგლისის ნაკრების ირლანდიელი მწვრთნელი ამ ქვეყნის ჰიმნის მღერას პოლიტიკური მიზეზით არ არიდებს თავს.