პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა 6 სექტემბერს ორი მედალი მოიპოვა – პარაძიუდოსტბმა გიორგი და ინა ქალდანებმა ქართულ დელეგაციას ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს.

გიორგი ქალდანმა (73 კგ, J2 კატეგორია) ფინალში იაპონელ იუჯირო სეტოოსთნ დათმო შეხვედრა, ინა ქალდანმა (J2 – 70 კგ) კი ყაზახი პარაათლეტი აიალა მერეკე ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სულ საქართველოს მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე შვიდი მედალი აქვს – ერთი ოქრო, სამი ვერცხლი, სამი ბრინჯაო – პარალიმპიური ჩემპიონი მძლეოსანი (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლებს ვლადიმერ ჭინჭარაული (პარასროლა), გიორგი ქალდანი, და ზურაბ ზურაბიანი (ორივე – პარაძიუდო) დაეუფლნენ, ხოლი ბრინჯაოს მედლები ინა ქალდანმა (პარაძიუდო), ნინა თიბილიაშვილმა (ეტლით ფარიკაობა) და ანა ჯაფარიძემ (პარატაეკვონდო) მოიპოვეს.