Holiday home Tasso'S House Naples, Italy - book now, 2024 pricesმას მერე, რაც „ნაპოლის” მწვრთნელი გახდა ანტონიო კონტე ნეაპოლის სასტუმრო „პარკერზში” ცხოვრობდა. ეს გახლავთ შესანიშნავი ნაგებობა, რომელმაც წლების განმავლობაში „აძურის შტაბის” იმიჯიც კი შეიძინა. ახლა, როგორც ამბობენ, სკრუპულოზური ძიების შემდეგ კონტეს ოჯახმა შეარჩია სახლი ვისა ტასოზე. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კონტე ნეაპოლში დასარჩენად სერიოზულად არის განწყობილი და შემდეგი სამი წლით ქალაქში დაფუძნებას აპირებს.

სასტუმროში „ნაპოლის” თავკაცს ცხადია საუკეთესო პირობები ჰქონდა, მაგრამ მან და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს თავი ნეაპოლის მაცხოვრებლებად ეგრძნოთ, ქალაქის ცხოვრებას შერწყმოდნენ და ამიტომაც შეაჩერეს არჩევანი ვია ტასოზე მდებაზე ცნობილ საცხოვრებელ პარკზე. ეს ტერიტორის იძლევა სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გარანტიას. ადრე ამ პარკში ცხოვრობდნენ გონსალო იგუაიონი და კარლო ანჩელოტი.