Sensational news at the Olimpico: Milan, Leao and Theo Hernandez do not participate in the cooling break with Fonsecaზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური — ასე ახასიათებს ერთა ლიგაზე პორტუგალიისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრის (2:1) შემდეგ იტალიური პორტალი calciomercato „მილანის” ვარსკვლავს რაფაელ ლეაოს, რომელიც მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პირველი ტაიმის მერე შეცვალა.

ლეაო ხორვატებთან შეხვედრაში გოლის გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა. მისი სტატისტიკაა: 0 დარტყმა კარში, 0 დარტყმა კარის მიმართულებით, 0 საგოლე მომენტი და მხოლოდ დრიბლინგის 2 მცდელობა — ერთი წარმატებული და ერთი წარუმეტებელი.

ამ დღეს ლეაომ შეასრულა 20 პასი. მართალია ოცივე პასი ზუსტი იყო, მაგრამ მათგან ერთიც არ ყოფილა მნიშვნელოვანი. ერთ ეპიზოდში მან ფლანგიდან საჯარიმოში უზუსტოდ ჩაკიდა ბურთი.

და არა მარტო ეს შეხვედრა, პორტუგალიელს მიმდინარე სეზონის დასაწყისი არ გამოუვიდა. „მილანის” ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი (7 მილიონი ევრო წელიწადში) გუნდის მძიმე სტარტში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა. ყოველ შემთხვევაში, იტალიაში მოვლენებს ასე აღიქვამენ. და ეს მოუხედავად იმისა, რომ მან სერია A-ს პირველ სამ ტურში ერთი გოლი გაიტანა („ლაციოსთან”) და ერთი საგოლე პასი შეასრულა („პარმასთან”).

ლეაომ და მისმა ფრანგმა თანაგუნდელმა ტეო ერნანდესმა სკანდალშიც მოასწრეს თავის ამოყოფა: ბოლო ტურში, „ლაციოსთან” შეხვედრაში გამაგრილებელი პაუზის დროს ისინი დანარჩენი თანაგუნდელებივით მწვრთნელ დანიელ ფონსეკასთან კი არ მივიდნენ მითითებების მოსასმენად, არამედ მოედნის გადაღმა მხარეს დარჩნენ. ადვილი წარმოსადგენია ამას რა ამბავი მოჰყვებოდა.

სამი ტურის შემდეგ „მილანი” სერია A-ს ცხრილში 2 ქულით მე-14 ადგილზეა.