ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი, საფრანგეთის ტოპ 14 7 სექტემბერს აიღებს სტარტს.

ქართველებისთვის 2024-2025 წლების რეგულარული სეზონი კი იმითაა გამორჩეული, რომ მის მონაწილე 14 კლუბში ჩვენი თანამემამულეების უპრეცედენტო რაოდენობა ირიცხება. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ქართველები ლიგის 14 კლუბიდან 12-ში არიან თავმოყრილნი – ჩემპიონი „ტულუზი“ და ტოპ 14-ის ახალბედა „ვანი“ ბოლო წლებში ფონს ქართველების გარეშე გადიან.

უპრეცედენტო კი იმიტომ, რომ ესპუარებიანად ქართველთა რიცხვმა 42-ს (!) მიაღწია და ეს ისტორიული მაქსიმუმი გახლავთ.

ყველაზე უხვად ჩვენებურები „ლიონსა“ და „მონპელიეში“ არიან – 6-6, „ბაიონმა კი კოტე მიქაუტაძე „ბრივში“ გაუშვა, გელა აფრასიძე – „პერპინიანში“ და ამ მხრივ ლიდერის პოზიცია დაკარგა.

2024/2025 წლების სეზონის ტოპ 14-ში ქართველების სრული ჩამონათვალი:

ბაიონი (3): ბადრი ციხისთავი, ლაშა ციხისთავი, ნიკა ლომიძე.

კასტრი (2): ლევან ჩილაჩავა, მათე ღურწკაია.

ლიონი (6): ირაკლი აფციაური, ბექა საღინაძე, ბექა შვანგირაძე, ლუკა საღინაძე, დავით ნინიაშვილი, ლუკა ხორბალაძე.

ლა როშელი (2): ალექსანდრე ქუნთელია, ნიკა სუთიძე.

რასინგ-92 (4): გურამ გოგიჩაშვილი, გია ხარაიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ვლადი აშვეთია.

მონპელიე (6): ნიკა აბულაძე, ლუკა ჯაფარიძე, ლუკა კოტორაშვილი, ვანო კარკაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, მათე ბერუაშვილი.

პო (3): ლექსო ყაულაშვილი, გურამ პაპიძე, ბექა გორგაძე.

პერპინიანი (4): გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ჯინჭარაძე, ანდრია დვალი, გელა აფრასიძე.

სტად ფრანსე (3): გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი, ლუკა პეტრიაშვილი.

ტულონი (3): ბექა გიგაშვილი, დავით მჭედლიძე, მიხეილ შიოშვილი.

კლერმონი (4): გიორგი ახალაძე, გიგა თუთისანი, ლევან ეზიეშვილი, გიორგი გერგედავა.

ბორდო (2): ლევან კეპულაძე, გიორგი ხაინდრავა.