„ვალენსიას” თავდამსხმელი, სკანდალში გახვეული რაფა მირი სასამართლომ გამოკითხა და შინ გაუშვა. მას ბრალად სექსუალური დანაშაული ედება. წარმოშობით მურსიელი (ვალენსიის მეზობელი რეგიონია სამხრეთით) თავდამსხმელი ჩვენებურად რომ ვთქვათ თავდებით არის გამოშვებული.

შინ მისვლამდე მირმა ჟურნალისტებს უთხრა: „აუცილებლად ვილაპარაკებ. თქვენ კარგად იცით, რომ მე ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს”.

მოსამართლემ სიფრთხილის ზომები მიიღო. მაგალითად, ფეხბურთელს პასპორტი ჩამოართვა. გარდა ამისა მან მირს ესპანეთიდან გასვლა, მსხვერპლთან 500 მეტრზე ახლოს მისვლა და მასთან ნებისმიერი ხერხით ურთიერთობა აუკრძალა.