ანტონიო კონტესეული „ნაპოლის” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლავთ სტანისლავ ლობოტკა. სლოვაკმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის ბანაკში ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ მისი „აძურიში” დარჩენა ახალმა მწვრთნელმა განაპირობა.
„კონტემ ოთხი ფეხბურთელის ტრანსფერი აკრძალა და მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამიშვებდა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტით ვარ დაკავშირებული. სხვაგან გადასვლის შესაძლებლობა რომ მქონოდა „ბარსელონაში” ან რომელიმე ტოპ კლუბში გადავიდოდი. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ „ნაპოლიზე” უკეთესი კლუბი ბევრი არ არის”, — თქვა ლობოტკამ სლოვაკ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვინ არის ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა ტრანსფერი კონტემ აკრძალა? ესენია ზემოთ ნახსენები ლობოტკა, კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ხვიჩა კვარაცხელია. მწვრთნელმა ძლევამოსილი „ნაპოლის” აღდგენა ამ ღერძის გარშემო დაიწყო.