Year old Nigerian defender Victor Osimhen, whom Galatasaray plans to recruit, arrives in Istanbul, Turkiye on September 3, 2024.ბოლო ინფორმაციით „ჩელსის” ვიქტორ ოსიმენის შეძენაზე ხელი არ აუღია. „გალათასარაიში” იჯარის წესით გადასული „ნაპოლის” ნიგერიელი ფეხბურთელი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონში გადაბარგდეს. ეს ცნობა სატრანსფერო ბაზრის იტალიელმა მცოდნემ, ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

რომანომ თავის Youtube არხზე თქვა: „ვიქტორ ოსიმენით რამდენიმე კლუბი ჯერ კიდევ დაინტერესებულია. მათ შორის გამორჩეულია „ჩელსი”, რომელმაც ნიგერიელის ყიდვა ზაფხულის ბაზარის ბოლო დღეებში ვერ შეძლო. ახლა ლონდონელები შეეცდებიან თავიანთ გეგმას ზამთარში, თუ არა და მომდენო ზაფხულში მაინ შეასხან ხორცი. ერთი ფაქტია: „ჩელსის” ოსიმენის ყიდვა კიდევ უნდა. „გალათასარაისთან” დადებულ საიჯარო ხელშეკრულებაში ნიგერიელს უწერია, რომ იანვარში მას შეუძლია სტამბოლის კლუბი დატოვოს”.