საქართველოს შიდა სარაგბო სეზონი 6 სექტემბერს დიდ 10-ში დაბრუნებული დედაქალაქური „არმიასა“ და ქვეყნის ჩემპიონ „აიას“ ჯახით გაიხსნება.
2024/2025 წლების რეგულარულ სეზონში დიდ 10-ში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: სამი თბილისური – „ლელო-სარასენსი“, „ხვამლი“ და „არმია“; ორი ქუთაისური – „აია“ და „არესი“; და კიდევ 5 – ბათუმის „ბათუმი“, რუსთავის „ხარები“, ბოლნისის „ყოჩები“, სტეფანწმინდის „ყაზბეგი“ და ლიგის დებიუტანტი, სამცხე-ჯავახეთის „ტაო“.
რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ გაიმართება და 13 აპრილს დასრულდება, საჩემპიონო ფინალი კი მაისის შუა რიცხვებში გაიმართება.
„სარბიელის“ მიერ ათწლეულების წინ დაწესებული გარდამავალი „სარბიელის სინი“ კი დღესდღეობით „არესის“ საკუთრებაშია, რომელიც მის შენარჩუნებას 7 სექტემბერს რუსთავში „ხარებთან“ რკენაში შეეცდება.
პირველ ლიგაში რეგულარული 13 სექტემბერს დაიწყება და სეზონი კი დიდი ფინალის პარალელურად მაისში დასრულდება. გათამაშებაში მონაწილეობას ოზურგეთის „აწივები“, წყალტუბოს „დინოზავრი“, გორის „გორი“, პატარძეულის „ვეფხვები“, თეთრიწყაროს „იუნკერები“, ჭიათურის „მათე’, რუსთავის „რუსთავი“ და სამი თბილისური კლუბი მიიღებს – „აკადემია“, „ლოკომოტივი“ და ტურნირის ახალბედა „წიქარა“.