„თელავში“ მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვალა – სომეხი სპეციალისტი არმენ ადამიანი კვიპროსელმა ხარალამბოს ხრისტოდულუმ შეცვალა.

56 წლის ხრისტოდულუმ სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და ძირითადად კვიპროსში მუშაობდა, პირველი კლუბი, რომელიც ჩაიბარა, „დოქსა“ იყო შემდეგ კი მუშობდა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“, ლიმასოლის აელ-ში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ნიქოზიის „ომონიაში“, „ნეა სალამინაში“, „კარმიოტოსასა“ და „ეთნიკოსში“.

2021 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე სომხური „სევანის“ მწვრთნელი იყო, ბოლოს კი ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” უთავკაცა.

ტიტულებს რაც შერეხება, 2011-2012 წლების სეზონში ხრისტოდულუს მიერ გაწვრთნილმა ლიმასოლის აელ-მა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2014 წლის 9 იანვარს კვიპროსელ სპეციალისტს ქვეყნის ეროვნული ნაკრები ანდეს, სადაც 2015 წლის 31 ოქტომბრამდე იმუშავა – ამ ხნის მანძილზე მან კვიპროსის ნაკრებს 13 მატჩში უხელმძღვანელა.

ხარალამბოს ხრისტოდულუ: “ვნახე „თელავის“ ბოლო სამი თამაში, ეს არის გამოცდილების და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავი. რაც მნიშვნელოვანია, ბოლო 15 დღე უშუალოდ, ახლოს ვარ ჩახედული და ვიცი, გუნდის შესაძლებლობები. ახლოს ვიცნობ კლუბის პრეზიდენტს, ვიცი, მისი მიზნები – სადაც არ უნდა იყოს, ყველგან წარმატებისთვის იბრძვის, რაც ჩემს მენტალიტეტთან ახლოსაა და და ამტომაც დავთანხმდი მუშობას – მინდა, მას გვერდი დავუდგე“ – განაცხადა კვიპროსელმა სპეციალისტმა „თელავის“ პრესსსამსახურთან.

წილი
წინა სტატიამესამე მედალი პარალიმპიადიდან
შემდეგი სტატიატოპ ხელფასი ლუკაკუს მერე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...