28 ოქტომბერს პარიზში, შატლის თეატრში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ერთ-ერთი ნომინაცია, სეზონის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა. ამ ნომინაციის გამოვლენას ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებული ინტერესით დაელოდება, რადგან „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დასახელბეულ ნომინანტთა შორის საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
გიორგის გამორჩეული სეზონი ჰქონდა „ვალენსიაში“, მაგრამ მან განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის დროს – გერმანიაში მამარდაშვილმა ჩინებული ტურნირი ჩაატარა, სადაც ყველაზე მეტი (30) მოგერიება ჰქონდა და ლომის წილი დაიდო საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლაში.
მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად გიორგისთან ერთად იბრძლებენ:
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია/ლივერპული)
დიოგო კოშტა (პორტუ)
ჯალუიჯი დონარუმა (პსჟ)
გრეგორ კობელი (დორტმინდი)
ანდრეი ლუნინი (რეალი)
მაიკ მენიო (მილანი)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
უნაი სიმონი (ბილბაო)
იან ზომერი (ინტერი)
რონვენ უილიამსი (მამელოდი)
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
