საქართველოს ნაკრების მცველი, საბა კვირკველია კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს – ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

კვირკველია ბოლოს საუდის არაბეთში, „ალ ახდუდში“ თამაშობდა, სადაც 33 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. იქიდან წამოსვლის შემდეგ კი თავისუფალი აგენტი იყო.

კვირკველიასა და „დინამოს“ შორის კონტრატქი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

32 წლის მცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 61 თამაში ჩაატარა.