„ნაპოლისა” და „პარმას” შეხვედრა დრამატული გამოდგა. სტუმრებმა მე-19 წუთზე პენალტით გახსნეს ანგარიში, მასპინძლებმა კი 90+2 და 90+6 წუთებზე ორი გოლი გაიტანეს. პირველი ნეაპოლელთა დებიუტანტმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, ხოლო მეორე ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ. შეხვედრის ბედზე სავარაუდოდ გავლენა იქონია 75-ე წუთზე პარმელთა მეკარის ზიონ სუზუკის გაძევებამ მეორე ყვთლის გამო. პირველი ყვითელი მან დროის გაყვანისთვის მიიღო, ხოლო მეორე უხეშად შესრულებული ვარდნისთვის. ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც „ნაპოლის” ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო.
calciomercato — 6.0 პირველივე წუთიდან ის იყო ყველას წინააღმდეგ, მუშაობდა დაუღლელად, ქმნიდა სახიფათო მდგომარეობებს და ყველას დასდევდა რათა ბურთი დაებრუნებინა. ერთადერთი, შესაძლოა დასკვნით ფაზაში ჩქარობდა, რის გამოც მოწინააღმდეგის ციხე-სიმაგრე ვერ გაარღვია.
iamnaples — 6.5 ყოველთვის, როდესაც „ნაპოლის” უჭირს, კვარაცხელია არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და საგოლე მომენტებს ქმნის. ის მოძრაობდა მთელს მოედანზე და ცდილობდა გუნდი მხრებით ეთრია. ლუკაკუს გამოსვლის მერე დიდწილად მას დაეყრდნო.
areanapoli — 6.5 ის „ნაპოლის” ფეხბურთელთაგან ყველაზე სახიფათო იყო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც საქმეს ერთ ადამიანს ანდობ, ყველაფერი რთულდება. „ლურჯ-ყვითელთა” უკანა ხაზი მას თვალს არ აცილებდა და შეჩერებას ცდილობდა. როდესაც ქართველი მაინც ახარხებდა აფეთქებას, მის დარტყმულს დაკვირვებული მეკარე სუზუკი უმკლავდებოდა.
eurosport — 6.5 თავის გუნდში საუკეთესო იყო (ამ სიტყვების მიუხედავად „ევროსპორტმა” ყველაზე მაღალი შეფასება, 8, რომელუ ლუკაკუს დაუწერა). შესაძლოა ცოტა იმპულსური და ნერვიულიც კი გახლდათ, მაგრამ ნეაპოლელებს ის ნაპერწკლისთვის სჭირდებოდათ. ეს ასე იყო მიუხედავად იმისა, რომ „პარმას” დაცვა მას კარგად კეტავდა.
napolipiu — 8 მოედანზე საუკეთსო იყო. ის გახლდათ ამოუცნობი და მუდამ სახიფათო.
tuttomercatoweb — 6 პირველ ტაიმში ის იყო „ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელი, მეორეში კი გაჯიუტდა და გაგიჟდა. საბედნიეროდ, ახალმა თანაგუნდელებმა ფეხქვეშ მცურავი ქვიშიდან ამოიყვანეს.
calcionapoli24 — 6.5 პირველი დარტყმა შეასრულა მე-4 წუთზე, როდესაც უმეთვალყურეოდ იყო. მეორე მომენტი ჰქონდა მე-11 წუთზე, როდესაც ვერტიკალურად შეუტია. ის იყო ცოცხალი, მაგრამ მარტო. მე-40 წუთზე სუზუკი აიძულა კარგად ემუშავა. ასევე გააგრძელა მეორე ტაიმში, როდესაც ისევ იზოლაციაში იყო. მან დაიწყო კომბინაცია, რომლითაც ანგარიში გათანაბრდა. 60 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ერთადერთი ნეაპოლელი იყო, რომელიც რაღაცას აკეთებდა.
napolimagazine — 6.5 პირადი ინიციატივების წყალობით სახიფათო იყო.
flashscore-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალე შეფასება 7.8 დაუწერა. whoscored-ის ანალიზის თანახმად ხვიჩას ქულა იყო – 7.6, ხოლო ნეაპოლელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება ანდრე მარკ ზამბო ანგისას ეკუთვნოდა – 8.1 . სავარაუდოდ, სტატისტიკოსებისთვის გატანილ გოლს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.