პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართელოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა – პარალიმპიადის ჩემპიონი ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე გახდა – რომელმაც ბირთვის კვრაში (F53) ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და ჩემპიონობასთან ერთად ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ ეს მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართველების მეორე მედალიამ – მანამდე პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს, რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.