„ვალენსიამ” ისევ ვერ მოიგო. გიორგი მამარდაშვილის გუნდს თორმეტი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი ქულა აქვს. „ღამურებმა” შაბათს „ვილიარეალს” უმასპინძლეს და მართალია უგო დუროს გოლით დაწუნაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, კერძოდ 45+3 წუთზე აიოსე პერესმა ანგარიში გაქვითა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 23 წუთის შემდეგ მსაჯმა მეორე ყვითლით დასაჯა სტუმარი გუნდის სენეგალელი ნახევარმცველი პაპ გუეი, რის მერეც „ჩეებს” ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ შეძლეს. მამარდაშვილს დატვირთული თამაში არ ჰქონია.