Samu Castillejo of US Sassuolo in action during the Serie A TIM match between US Sassuolo and Udinese Calcio at Mapei Stadium - Citta' del Tricolore...გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში” გაყიდვის შემდეგ „ვალენსიამ” საჯარო ყურადღება კიდევ ერთი საქმით მიიპყრო: გარემარბი სამუ კასტილეხო კლუბიდან გარიცხა. კასტილეხოს კონტრაქტის თანახმად „მესტალიაზე” კიდევ ერთი წელიწადი უნდა ეთამაშა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ფეხბურთელი დარჩენილ ხელფასს ითხოვს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.

„ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ იმთავითვე მკაფიოდ გამოაცხადა, რომ კასტილეხო არ სჭირდებოდა და ვარჯიშზეც არ იბარებდა. ესპანელმა თავდამსხმელმა 2023-24 წლების სეზონი იჯარით „სასუოლოში” გაატარა. ამ ზაფხულს „მალაგა” ეძებდა სამუს შეძენის გზებს, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელის მაღალი ხელფასის გადახდა მანაც ვერ შეძლო. კასტილეხო მალაგელია და მისი მშობლიურ ქალაქში დაბრუნება უფრო გულშემატკივარს უნდოდა, ვიდრე კლუბს. დანარჩენს სასამართლო გაარკვევს.