ვიქტორ ოსიმენის ამბავი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს. ნიგერიელი თავდამსხმელი „ჩელსისა” და „ალ აჰლის” შორის აირჩევს. RMC Sport-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბის მენეჯმენტი ნეაპოლშია და ცდილობს ფეხბურთელი „სტამფორდ ბრიჯზე” გადაიყვანოს. ოსიმენი თავის მხრივ თანახმაა „ჩელსის” ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ხელფასის მოკლება არ უნდა.

სანამ ინგლისელები ნიგერიელს ელაპარაკებოდნენ, თავდამსხმელის აგენტი რობერტო კალენდა „ოტელ პარკერში” „ნაპოლის” ხალხს ჯოვანი მანასა და მაურიციო მიქელის ხვდებოდა. ისინი სავარაუდოდ ფეხბურთელის საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს განიხილავდნენ. „ალ აჰლი” ოსიმენს დიდ გასამრჯელოს ჰპირდება.

Victor Osimhen of Napoli and Antonio Conte are participating in day 14 of the preseason training camp of SSC Napoli at Stadio Patini in Castel di...