პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი პარასპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში ეგვიპტელ მეტოქეს შეხვდა. ორთაბრძოლა ფრედ 2:2 დასრულდა, მსაჯებმა კი მოგება ჯაფარიძეს მიანიჭეს.
პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით წარადგენს.
პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება.