საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს 7 სექტემბერს იწყებს – „ჯვაროსნები“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან 10 სექტემბერს კი სტუმრად ალბანეთის ნაკრებს შეხვდებიან.
ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა. სანიოლის სიაში ორი დებიუტანტია – შოთა ნონიკაშვილი და ლუკა გადრანი, ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებში დააბრუნა ირაკლი აზაროვი.
7 სექტემბერს საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
მეკარე – გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა – გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (ქაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)
ნახევარდაცვა / თავდასხმა – გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი).