Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli battles for possession with Riccardo Orsolini of Bologna FC during the Serie match between Napoli and Bologna at...„ნაპოლიმ” შინ „ბოლონიას” 3:0 მოუგო. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციასა და DAZN-ის მიკროფონებთან ასე ილაპარაკა:

…ვერონაში მარცხის შემდეგ ვალდებულები ვიყავით კარგად გვეთამაშა. გულშემატკივარს დიდი მხარდაჭერა და ერთსულოვნება ვთხოვე. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ნეაპოლელ ტიფოზებს თავიანთი გუნდი ყველა ვითარებაში უყვართ. ჩვენ კი შექმინილი სიტუაციის მიუხედავად მათთან დადებითი სიგნალი უნდა გაგვეშვა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩემი ბიჭები კარგები არიან. მე ვუყურებ როგორ ვარჯიშობენ ისინი. მე მათ მენტალიტეტს ვაკვირდებოდი და მათგან საჭირო პასუხებს ვიღებდი. დღევანდელი სამი ქულა ჩვენი მოგზაურობის დასაწყისია. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება „მარადონაზე” „ნაპოლის” მწვრთნელის რანგში. გრძნობებს ავყევი, რადგან ეს გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ და მუშაობა განვაგრძოთ იმ ადგილიდან, სადაც დღეს დავასრულეთ. ასეთივე ერთსულოვნებით. ჩვენ დიდი ხანი არ მოგვეგო და აი, კვლავ გავიმარჯვეთ, თან მნიშვნელოვან მეტოქესთან. ახლა „პარმასთან” თამაშზე ვიწყებთ ფიქრს…

…ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება სატრანსფერო პერიოდი, თორემ ასეთ ვითარებაში მწვრთნელებს გუნდში საბრძოლო სულისკვეთებისა და ერთსულოვნების შენარჩუნება ძალიან გვიჭირს. რომელუ ლუკაკუს „ნაპოლიში” გადმოსვლაზე ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ტრანსფერი ჯერ ოფიციალური არ არის. ლუკაკუს შემთხვევაშიც ისე მოვიქცევი, როგორც ნერეშის ტრანსფერის დროს მოვიქეცი — ვილაპარაკებ მაშინ, როდესაც ყველაფერი ოფიციალური გახდება. დღეს ნერეშმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვილი შეიტანა. კარგად ითამაშეს რასპადორიმ და სიმეონემაც…

…კვარამ გამახარა. ის სანაქებოდ ვარჯიშობს. მისმა მუშაობამ ნაყოფი მოიტანა…

…რაც შეეხება ბონჯორნოს, ჩვენ მისი შეძენა ძალიან გვინდოდა. ალესანდრო ახალგაზრდაა. მას შეუძლია „ნაპოლიში” მრავალ წელიწადს დარჩეს და როდესაც დი ლორენცო წავა, კაპიტანი გახდეს. ჯოვანი კი გამორჩეული იყო. ბონჯორნო დაცვაშია ძლიერი. მე მას ბურთის ფლობისას მეტი სითამამე ვთხოვე. ის დიდი შენაძენია…

…ტაქტიკურად ასე იყო: ჩვენ 3-1-6 სქემით ვუტევდით. შეტევაში დი ლორენცოც მონაწილეობდა. დაცვაში კი ვცდილობდით მაქსიმალურად კომპაქტურები ვყოფილიყავით. ვერონაში მეტოქემ სამი კონტრშეტევით გაგვიტანა. ჩვენ ამ კონტრშეტევების შეჩერება ვერ შევძელით. „მოდენასთან” სხვანაირად იყო, ბურთს 70%-ით ჩვენი ვფლობდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. საერთოდ ვერ ვიყავით სახიფათოები. დღეს კი კარში ბევრს ვურტყამდით. პოლიტანო და რასპადორი მწვავედ თამაშობდნენ…