Staying at Valencia for another year on loan is seen as an option for the 23-year-old Georgian„წითლების” ბანაკში წყნარი ზაფხული იყო. ახალ მწვრთნელ არნე სლოტს გუნდში ახალი ჯერ არავინ მიუყვანია. ამას „ლივერპულისთვის” პრემიერლიგის სეზონის კარგად დაწყებაში ხელი არ შეუშლია: სლოტის გუნდმა „იფსვიჩ თაუნს” 2:0 მოუგო. თუმცა, იმის გამო, რომ სატრანსფერო ფანჯრით არ ისარგებლეს, მერსისაიდში ერთგვარი შეშფოთება მაინც იგრძნობოდა. მიმდინარე ზაფხულის ბაზარი ინგლისში 30 აგვისტოს ღამის 11 საათზე იკეტება.

Soccer Football - LaLiga - Real Madrid v Valencia - Santiago Bernabeu, Madrid, Spain - February 2, 2023 Valencia's Giorgi Mamardashvili in action REUTERS/Juan Medinaერთადერთი ფეხბურთელი რომელიც, როგორც ჩანს, „ენფილდისკენ” მოემართება არის გიორგი მამარდაშვილი. „წითლები” ახლოს არიას საბოლოო გადაწყვეტილებასთან იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა გარიგება, რომლის მიხედვითაც მეკარეს საშუალება ექნება იჯარით „ვალენსიაში“ დაბრუნდეს.

„ვფიქრობ მამარდაშვილის ამბავი ცოტა განსხვავებულია, რადგან „ვალენსია” მას არ ეძებდა, ― განმარტავს ლა ლიგის ექსპერტი პაკო პოლიტი, ― 2021 წელს ის ესპანელებს ქართველმა უშტატო აგენტმა შესთავაზა. მამარდაშვილი ჩავიდა ვალენსიაში და „ლევანტეში” მოწყობას ცდილობდა, მაგრამ ამ კლუბმა მის თამაშში საინტერესო ვერაფერი დაინახა. შემდეგ ქართველმა „ვალენსიაშიც” სცადა ბედი, სადაც ხალხმა რომელიც აკადემიაზე იყო პასუხისმგებელი მასში რაღაც შეამჩნია და მისი დატოვება გადაწყვიტა. მათ მამარდაშვილის სანაცვლოდ გადაიხადეს სასაცილოდ მცირე თანხა, რომელიც კონტრაქტში გამოსასყიდად იყო მითითებული. თუ არ ვცდები ეს გახლდათ 900 000 ევრო.

შემდეგ კი მეკარეს მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ენდო. მან ამ ძალიან, ძალიან ახალგაზრდა კაცში დიდი პოტენციალი, მე ვიტყოდი უპირველეს ყოვლისა სიმაღლე, ხელების სიგრძე და აღნაგობა დაინახა. ის ძალიან დიდი და მოქნილია. მას შეუძლია კარის ნებისმიერ კუთხეს მიწვდეს და მან „ვალენსიაში“ სეზონიდან სეზონამდე დიდი პროგრესი განიცადა.

შესაძლოა, ფეხით თამაშის დროს მისი უნარები ედერსონისას ვერ უტოლდება, მაგრამ ჩემი აზრით ეს მეორადი თვისებაა, რადგან მეკარეობის მთავარი იდეა დარტყმული ბურთების მოგერიებაა. ამ თვალსაზრისით მან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დაამტკიცა თავისი ოსტატობა და კიდევ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის სისტემატურად ხდებოდა „ვალენსიას” საუკეთესო ფეხბურთელი”.

მოედნის სიღრმიდან თამაში ნებისმიერი თანამედროვე მეკარისთვის აუცილებელი პირობაა. ეს სლოტისეული „ლივერპულისთვისაც” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰოლანდიელს უნდა, რომ მისმა გუნდმა ბურთი უფრო მეტხანს აკონტროლოს, რაც მისი წინამორბედის იურგენ კლოპის ჯიქური სტილისგან განსხვავებული მიდგომაა. პოლიტმა კი ფეხით თამაში მამარდაშვილის ნაკლად დაასახელა, მაგრამ ისიც განმარტა, თუ რატომ არ უნდა გახდეს ეს დიდი წუხილის მიზეზი:

„ამ სტილის ფეხბურთელები საბოლოო ჯამში ყოველთვის ვითარდებიან. ეს ვარჯიშებსა და თავდადებაზეა დამოკიდებული. დღეს მამარდაშვილი წარმოადგენს იმ გუნდების პროდუქტს, რომელშიც თამაშობს. საქართველოს ნაკრები ბურთს არ აგორებს. ის მეტწილად წინ გრძელ პასებს აწვდის და ბოლო წლების „ვალენსიაც“ დაახლოებით ასეთივეა. თუ მამარდაშვილს მომავალშიც ბურთის შორს გადაწოდება მოუწევს, რასაკვირველია თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს. მაგრამ ბოლო ათი წლის განმავლობაში „ვალენსიას” და „ლივერპულის” დონეების შედარება არც შეიძლება.

მას მერე, რაც „ვალენსია” პიტერ ლიმმა იყიდა, კლუბი სხვა სამყაროშია. „ლივერპული” კი სხვაგან არის. „ლივერპული” ევროპულ ელიტას წარმოადგენს, „ვალენსია” კი აშკარად არ არის ამ ელიტის წევრი. რასაკვირველა, ფეხით თამაში ახალი მწვრთნელისა და გუნდის მოთხოვნა იქნება და თუ მამარდაშვილს „ლივერპულში“ თავის გამოჩენა სურს, ასპექტზე უნდა იმუშაოს”.

პოლიტს მიაჩნია, რომ თუკი ქართველი „ლივერპულთან” კონტრაქტს გააფორმებს, შემდეგ კი ერთი სეზონით „ვალენსიაში” დარჩება, ინგლისური კლუბი მხოლოდ იხეირებს. მას ეყოლება მეკარე, რომელიც რეგულარულად თამაშობს და ვითარდება. რომელიც მზად იქნება „ენფილდზე” კარი ჩაიბაროს.

„მართალია, რომ გარდამავალი წელიწადი მამარდაშვილს მაგალითად ინგლისურის სწავლის შესაძლებლობას მისცემდა, რადგან ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ეს მისთვის ამ სეზონში ესპანეთშიც დიდი პრიორიტეტი უნდა გახდეს. თუ ის „ვალენსიაში” დარჩება, სეზონის განმავლობაში აუცილებლად ჩავა ლივერპულში, რათა ნახოს რა გარემოში მოუწევს თამაში მომავალ წელიწადს. ასეთი ტრანსფერი სავარაუდოდ უფრო თანდათანობითი იქნება, ვიდრე პირდაპირ პრემიერლიგაში გადახტომა, სადაც მისთვის ძირითად შემადგენლობაში რეგულარული ადგილი შეიძლება არც მიეცათ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის წაუგებელი მდგომარეობაა”.

აიზეკ სილოჩანი, „ლივერპულ ექო”