მიუნხენის „ბაიერნმა“ ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე იჯარით „ალტგლიენიკში“ გაუშვა.
„ალტგლიენიკი“ გერმანიის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბია, რომელიც რეგინალლიგაში თამაშობს და გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა.
პარკაძე ახალ კლუბში ერთს სეზონს გაატარებს.
„მოხარულები ვართ, მივესალმოთ კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს მიუნხენის „ბაიერნიდან”. კეთილი იყოს შენი მობრძანება ლუკა!” – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტორსტენ მატუშკამ.
შეგახსენებთ, რომ პარკაძემ „ბაერნთან“ 2023 წელს 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში მიუნხენელებმა ლუკა იჯარით ავსტრიის „ადმირაში” გაანათხოვრეს, მაგრამ ტრავმების გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა.
ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ პარკაძე „ბაიერნში” ვარჯიშობდა, გუნდის ახალმა მწვრთნელმა ვინსენ კომპანიმ იგი რამდენჯერმე პირველ გუნდთან ერთდ ავარჯიშა, მაგრამ საბოლოოდ, კლუბის ხელმძღვანელობამ მისი იჯარით გაშვება გადაწყვიტა.