გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ტრადიციულ, სეზონისწინა „ტროფეო ტარონჯაზე” „ფრანკფურტს” 3:2 სძლია. „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ქართველი მეკარე პირველ ტაიმში ათამაშა, შესვენების მერე კი კარი ჩრდილო მაკედონიელ სტოლე დიმიტრიევსკის ანდო. ქვემოთ გთავაზობთ იმ ორი ეპიზოდის ვიდეოჩანაწერს, რომლებშიც გიორგის მონაწილეობა მოუხდა.  ვალენსიელმა პეპელუმ პირველ ტაიმში, როდესაც ანგარიში იყო 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი ააცილა.