Coppa Italia, Napoli qualified on penalties against Modena: two decisive saves by Meretიტალიის თასის 1/32 ფინალში „ნაპოლიმ” სერია B-ს მოდენას პენალტების სერიაში მოუგო. ეს იყო ანტონიო კონტეს პირველი ოფიციალური თამაში ნეაპოლელთა თავკაცის რანგში. საკუთრივ შეხვედრა დამთავრდა 0:0.

„თქვენ მეკითხებით არის თუ არა ჩემი 3-4-2-1 მისაღები სქემა გუნდისთვის, რომელმაც სკუდეტო 4-3-3 სქემით მოიგო? გასულ სეზონში „ნაპოლი” სწორედ 4-3-3-ით თამაშობდა და მეათე ადგილზე გავიდა, 48 გოლი გაუშვა, ბევრი იწვალა. ახალი სისტემის წყალობით კი კვარაცხელიას და პოლიტანოს ხელ ფეხი გაცილებით მეტად აქვთ გახსნილი…

…სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეს თამაში არც ყოფილა. ბურთს 75%-ით ჩვენ ვფლობდით და კარში 28-ჯერ დავარტყით. პრობლემა ის გახლდათ, რომ ჩვენი დარტყმულები კარში არ შევარდა. მეტი სითამამე გვმართებს, მეტოქის საჯარიმოში მეტი ხალხით უნდა შევიდეთ. გულშემატკივარი გოლებით უნდა გავახაროთ. რასპადორი და სიმეონე ძალიან მომწონს. ისინი მომავალ სეზონში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურები იქნებიან…

…დღევანდელი თამაში ყველას შემოწმება იყო. სამუშაო კიდევ ბევრია. თავს ვერ მოვიტყუებ თითქოს ცუდი არაფერი ყოფილა, მაგრამ არის ასპექტები რომელთაც ხაზს არ გავუსვამ. ვიცი რაც ხდება სატრანსფერო ბაზარზე. ზოგ ფეხბურთელს „ნაპოლიში” გადმოსვლა არ უნდა, რადგან ამ სეზონში ევროთასებზე არ გამოვდივართ. წერენ, რომ კონტეს ის და ეს ფეხბურთელი უნდა, მაგრამ გაძლიერება კონტეს კი არა გუნდს სჭირდება”, — თქვა მატჩის შემდეგ „ნაპოლის” თავკაცმა.

რაც შეეხება შეფასებებს, განახლდა სეზონი და იტალიურმა საიტებმა მოთამაშეებისთვის ქულების დაწერა დაიწყეს. ყველას აქ არ მოვიტანთ, მაგრამ ჩვენი აზრით კვარაცხელიაზე საინტერესოდ თქვა calciomercato-მ, რომელმაც ქართველს 5.5 დაუწერა: „ნაპოლი” მის თამაშზეა დამოკიდებული. ის იღებს ბურთს და წინ მაშინაც კი მიიწევს, როდესაც ორი კაცი მეურვეობს. მას ფიქრისთვის დრო არ რჩება”.