Olympic shooter Kim Ye-ji collapsed at a press conferenceსამხრეთკორეელი ტყვიის მსროლელი იე-ჯი კიმი პრეს-კონფერენციაზე უგონოდ დაეცა. ეს ამბავი პარიზიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იმსილში მოხდა. კიმმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ითქვა, რომ სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული გადაღლის გამო გაითიშა. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც გონს მოეგო.

საინტერესოა, რომ კიმმა ოლიმპიადაზე ყურადღება უემოციო ქცევით მიიპყრო. მის მიმართ საზოგადოებამ ინტერესი ორიოდ თვის წინ, მაისშიც გამოიჩინა როდესაც ინტერნეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორც დაამყარა კორეელმა მსოფლიოს რეკორდი. კლიპში კიმს ეხურა შემოტრიალებული შავი კეპი, ეკეთა შავი სპორტული სათვალე, დიზაინით სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან და თეძოზე მიმაგრებული ჰქონდა ვარდისფერი სათამაშო სპილო. და როდესაც პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრზე სროლაში ვერცხლის მედალი მოიგო, მილიარდერმა ილონ მასკმაც კი დაუწერა კომენტარი.

„მე ენით აუწერელი ყურადღების ქვეშ მოვექეცი, რაც ილონ მასკის დამსახურებაა. ამიტომ, მინდა მას მადლობა გადავუხადო”, — თქვა კიმმა.