„რაგბი ევროპის“ სუპერთასის გათამაშებას „შავი ლომი“ ტურნირის სამგზის და ერთადერთი ჩემპიონის რანგში ხვდება. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ახალ გათამაშებას ტურნირის ზედა ეშელონში – „ს“ პულში შეუდგება ტიტულის დაცვას, ოღონდ განსხვავება ის იქნება, რომ ამ ჯერზე შეჯიბრში მონაწილეობას ისრაელის „თელ ავივ ჰითი“, როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ საიტე წერია, „სხვადასხვა ლოგისტიკური პრობლემების“, სინამდვილეში კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გამო მონაწილეობას  ვერ მიიღებს და ზედა ჯგუფი სამგუნდიანი იქნება.

სამწუხაროა, განსაკუთრებით კი ქართველებისთვის, რადგან ისრაელის ფრენჩაიზი ერთადერთი იყო, რომელიც „შავ ლომს“ ღირსეულ კონკურენციას უწევდა.

ჰოდა, რადგან პული სამი მონაწილის ამარა დარჩა, პლეი-ოფი აღარ ჩატარდება და გამარჯვებული ორწრიანი ტურნირის მეშვეობით გამოვლინდება. თანაც სუპერთასი სტარტს სულ მალე, 7 სექტემბერს აიღებს.

„შავი ლომი“ თითო მატჩს ესპანეთსა და პორტუგალიაში გამართავს, შემდეგ კი, „ავჭალაზე“ მიყოლებით „იბერიანსს“ და „ლუზიტანუშს“ უმასპინძლებს, .

რაგბი ევროპის 2024 წლის სუპერთასის კალენდარი

პული ა

7 სექტემბერი. 21:00

ლუზიტანუში – იბერიანსი

15 სექტემბერი. 14:00

იბერიანსი – შავი ლომი

21 სექტემბერი. 21:00

ლუზიტანუში – შავი ლომი

28 სექტემბერი. 18:30

შავი ლომი იბერიანსი

12 ოქტომბერი. 18:00

შავი ლომი – ლუზიტანუში

20 ოქტომბერი. 14:00

იბერიანსი – ლუზიტანუში