Lyles ran the race while suffering from the virus
ნოა ლაილსი

სპრინტის ამერიკელი ვარსკვლავი ნოა ლაილსი 200 მეტრზე ფინალური გარბენის შემდეგ სარბენ ბილიკზე დაწვა და სამედიცინო დახმარება მოითხოვა. ის სარბიელიდან ეტლით გაიყვანეს. ლაილსმა 100 მეტრზე სირბილში მოგებულ ოქროს მეორე ოქრო ვერ შემატა, ბრინჯაოს დასჯერდა.

Letsile Tebogo of Botswana celebrates after winning gold in the men's 200 meters at the Paris Olympics on Aug. 8 at Stade de France in Saint-Denis,...
ლეტსილე ტებოგო

მოგვიანებით ლაილსმა თქვა, რომ სამშაბათიდან კოვიდი სჭირს.

ლაილსი: „სამშაბათს დილის 5 საათზე გამეღვიძა. თავს საშინლად ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ეს 100 მეტრზე სირბილის დაღლაზე მეტი იყო. ექიმები გავაღვიძე, ტესტი ჩამიტარეს და აღმოჩნდა, რომ კოვიდი მჭირს. უპირველეს ყოვლისა თავს შემოვუძახე. არ უნდა მეპანიკა. უარეს მდგომარეობაშიც მირბენია.

მას მერე ყოველ დილით ვდგებოდი, წყალს ვსვამდი, კარანტინის წესებს ვიცავდი. ავადმყოფობამ ცხადია დაღი დამასვა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი შედეგით ძალიან ვამაყობ. დღეს შეჯიბრებაში კოვიდიანი გამოვედი და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. წინა ოლიმპიადაზე ასეთივე შედეგის გამო იმედგაცრუებული ვიყავი, ახლა კი ძალიან ვამაყობ”.

შემდეგ სპრინტერმა თქვა, რომ არ არის დარწმუნებული მოიღებს თუ არა მონაწილეობას ესტაფეტაში.

მძლეოსნობის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ, რომ ლეგენდარულმა იამაიკელმა უსაინ ბოლტმა 100 და 200 მეტრზე სირბილში ოქროს მედლები ზედიზედ სამჯერ 2008, 2012 და 2016 წლების ოლიმპიადებზე მოიგო. ლაილსს სურდა ბოლტის შედეგი ერთხელ მაინც გაემეორებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ამერიკელი 27 წლისაა.

ოლიმპიური ჩემპიონი კი გახდა ბოტსვანელი ლეტსილე ტებოგო (19.46 წამი). მან თავის ქვეყანას ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა. აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულმა სენტ ლუსიამაც. ჯულიენ ალფრედმა ქალთა შორის 100 მეტრზე სირბილში გაიმარჯვა.