Athletes of Team Italy and Team Georgia interact during the Mixed Team Elimination Round of 16 between Team Georgia and Team Italy on day eight of...პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს გუნდური ჩემპიონატის დღე დადგა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები შეჯიბრებას დასაწყისშივე გამოეთიშა – ლაშა გუჯეჯიანის გუნდი იტალიასთან 3:4 დამარცხდა. პირველი გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა (75 კგ) მოიპოვა; შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერს ასკილაშვილმა (70 კგ) წააგეს; ანგარიში ლაშა ბექაურმა (90 კგ) გაათანაბრა; სოფიო სომხიშვილის (+70 კგ) მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვრჩით; მორიგი გამთანაბრებელი ქულა ილია სულამანიძის (100 კგ) იყო, რომელიც გუნდში გურამ თუშიშვილის (+100 კგ) დისკვალიფიკაციის გამო მოხვდა.

3:3-ზე ლოტოტრონმა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორია ამოიღო. მეოთხედფინალის ბედი ლაშა შავდათუაშვილზე ეკიდა, მაგრამ ჩვენებური მანუელ ლომბარდოსთან კიდევ ერთხელ დამარცხდა და საქართველო მედალს ვერ შეწვდა.