Georgia's Khvicha Kvaratskhelia and Scotland's Billy Gilmour during a UEFA Euro 2024 qualifier between Scotland and Georgia at Hampden Park, on June...
გლაზგო. გილმორი კვარაცხელიას წინააღმდეგ

დაიწყოიტალიელი ჟურნალისტის, სატრანსფერო ბაზრის სპეციალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელიას  „ნაპოლი” 23 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველის, ბილი გილმორის შეძენას აპირებს. გილმორი 170 სანტიმეტრია, 2019-22 წლებში „ჩელსიში” თამაშობდა, თუმცა ამ პერიოდის ბოლო სეზონი იჯარით „ნორვიჩში” გაატარა. 2022 წლიდან ის „ბრაიტონის” წევრია, რომელსაც შოტლანდიის ნაკრებში 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

დი მარციომ „სქაი სპორტის” X პლატფორმაზე დაწერა: „მას მერე, რაც „ნაპოლი” ჯანლუკა გაეტანოს ან იენს კაიუსტეს გაყიდის, გილმორის შეძენას შეეცდება. მისი შეთავაზებაა 12 მილიონ ევროს პლუს ბონუსები”.

ამბობენ, რომ გილმორი კონტეს ძალიან მოსწონს. ის ცნობილია მოედნის ხედვითა და დრიბლინგით. შოტლანდიელი თავს კომფორტულად „ვერტიკალური შეტევებისა” და წინ პასების დროს გრძნობს ანუ, კარგად რომ წარმოვიდგინოთ, ის გვარდიოლასა და ესპანური ფეხბურთისთვის ნაკლებად გამოსადეგი მოთამაშეა.

ითქვა 27 წლის ბრაზილიელი ფლანგელი ნახევარმცველის დავიდ ნერესის შესახებაც. ნერესი „ბენფიკაში” თამაშობს, მანამდე „შახტარში” იყო, 2017-22 წლებში კი „აიაქსში” გამოდიოდა. „სან პაულუს” აღზრდილს ბრაზილიის ნაკრებში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მაგრამ, დი მარციოს ვარაუდოით, „ნაპოლი” ამ ეტაპზე მას ფინანსურად ვერ შესწვდება.

და რასაკვირველია, „პარტენოპეელთა” წინაშე დგას მთავარი ამოცანა: ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა და რომელუ ლუკაკუს შეძენა. როგორც „ნაპოლის” ოფიციალურმა რადიომ CRC-მ თქვა, ბელგიელ თავდამსხმელს „ასტონ ვილამ” შესთავაზა ბირმინგემში გადაბარგება, მაგრამ მას კონტესთვის აქვს პირობა მიცემული და მთხოვნელებს უარი შეუთვალა.

„როგორც ჩანს „ჩელსიმ” ალტერნატიული ვარიანტების ძებნა დაიწყო. აქ მხოლოდ „ასტონ ვილაზე” არ არის ლაპარაკი. ლონდონელებს სურთ იპოვონ მყიდველი, რომელიც სატრანსფერო თანხის გარდა ლუკაკუს დიდ ხელფასსაც არ შეუშინდება”, — თქვა CRC-მ.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლელებმა ოსიმენის გაყიდვა უნდა დააჩქარონ. ისინი უკვე რეალურ ცაიტნოტში არიან.