„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ იცის, რომ კატალონიური კლუბი ყოველდღიურად უფრო შორდება „ბილბაოს“ გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენის შესაძლებლობას.

კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი მასზე ოჯახისა და ბასკური კლუბის ზეწოლის გამო გართულდა. უილიამსმა თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, დარჩეს ახლანდელ კლუბში.

გასულ სეზონში უილიამსმა საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა შეჯიბრში 48 მატჩში ითამაშა, 10 ბურთი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

Nico Williams: A Rising Star In Football Skills