არის პირველი ოქრო!!!

ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოუტანა, თან უმაღლესი ხარისხის.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

ბექაური (90 კგ.) ოქროსკენ მიმავალ გზას მერვედფინალიდან შეუყვა და ბულგარელი ივაილო ივანოვი იოლად დაამარცხა; მეოთხედფინალში ჩვენებურმა კორეელ ჯიეოპ ჰანს ვაზარი თავიდანვე აართვა და მისი შენარჩუნება არ გასჭირვებია.

ნახევარფინალში „ქართული დუელი“ შედგა – ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი იყო. დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ლაშამ მეტოქეს მესამე შიდო (გაფრთხილება პასიური ჭიდაობისთვის) მიაღებინა და ფინალში გავიდა.

საჩემპიონო ბრძოლაში მეტოქედ სანშირო მურაო ელოდა. დასაწყიში ბექაურმა შეგვაშინა, რადგან მურაომ ვაზარი აართვა, მაგრამ ბექაური არ გატყდა და ჯერ ვაზარითვე გაათანაბრა, ხოლო ბრძოლის დასრულებამდე 4 წამით ადრე იაპონელი მეორედ დააგდო ტატამიზე და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!!!