Min-Jae Kim of SSC Napoli, Giovanni Di Lorenzo of SSC Napoli, Mario Rui of SSC Napoli and Mathias Oliveira of SSC Napoli celebrate after winning the...ჯოვანი დი ლორენცოს ჯერიც დადგა. აგენტ მარიო ჯიუფრედის პრეს-კონფერენციიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად „ნაპოლის” კაპიტანი წარდგა ჟურნალისტების წინაშე და თქვა: „მიხარია ლაპარაკის შესაძლებლობა რომ მომეცა. აქამდე ჩუმად იმიტომ კი არ ვიყავი, რომ გაბედულება არ მყოფნიდა, არამედ გარემოებათა გამო არ ვიღებდი ხმას. ცუდი წლის მიწურულს ნერვიულობის პერიოდი მქონდა, მაგრამ დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი „ნაპოლიში” დავრჩი. ვარ მოწადინებული, ენთუზიაზმით სავსე. გავაკეთე ის, რაც მინდოდა”.

კონტეს შესახებ

ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა. მისი ხელმძღვანელობით მენეჯმენტი შეცვლება. სხვანაირი გახდება ვითარება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედანს მიღმაც. ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელსაც დიდი შედეგებისთვის მიუღწევია. მან მითხრა, რომ მათამაშებს როგორც მარჯვენა მცველად ასევე ცენტრში, ასე რომ გადაწყვეტილებას კონკრეტული შეხვედრიდან გამომდინარე მიიღებს. ასე იქნება დაცვით ფაზაში. რაც შეეხება ბურთის ფლობის ფაზას, აქაც სხვადასხვა ვარიანტებია. თანამედროვე ფეხბურთი დინამიკურია, ამიტომ ჩვენც კონტეს უნდა მივსდიოთ. ის დიდი მწვრთნელია და დაგვეხმარება. ვფიქრობ, ახლანდელი შეკრებაა ფრიად მნიშვნელოვანი.

ოცდაათი წლისა ვარ, მაგრამ თავს მოხუცად არ ვგრძნობ. შეიძლება გასული სეზონის ბოლოს ვინმეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ფეხებში ძველებური ძალა აღარ მაქვს, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფრისთვის მზად ვარ. ფლანგზე მათამაშებენ თუ ცენტრში მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები.

დაცვა და ახალი ფეხბურთელები

კარგი ფეხბურთელები შემოგვემატნენ. ალესანდრო ბონჯორნოსთან ერთად ნაკრებშიც მითამაშია. ის „ტორინოში” შესანიშნავად გამოდიოდა. გასულ სეზონში გოლებს რომ ვუშვებდით ეს მარტო მცველების ბრალი არ იყო. თავი გუნდურად უნდა დავიცვათ. თანაგუნდელებისთვის მსხვერპლი უნდა გავიღოთ.

ნაპოლიში დარჩენა

თანაგუნდელებთან და კლუბის თანამშრომლებთან ურთიერთობაში პრობლემა არასდროს მქონია. გაუგებრობა მხოლოდ ორ დღეს იყო, როდესაც გადავიღალე. ეს ზედმეტმა მუშაობამ იცის. მთავარია, რომ იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო.

კონტეს რამდენჯერმე ველაპარაკე. მინდა ყველამ გაიგოს, რომ მან, როგორც მანამ და დე ლაურენტისმა ჩემს დარჩენაში დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ თავად მინდოდა დავრჩენილიყავი. კონტეს გამო არ დავრჩენილვარ. ყველამ იცოდეს, რომ აქ მწვრთნელის წარმოსაჩენად არ ვარ. დავრჩი მიტომ, რომ ნეაპოლში თავს ბედნიერად ვგრძნობ. რაც ჩემსა და ტიფოზებს შორის მოხდა ნერვების ბრალი იყო. მას მერე გავიდა დრო და მივხვდი, რომ ფეხზე მყარად წამოდგომის სურვილი წასვლის სურვილზე ძლიერი იყო”.