ვან დეიკი თებერვლამდე იუქმებს » სპორტის ხაზი

„ლივერპულის“ მცველს ვირჯილ ვან დაიკს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

როგორც ამბობენ, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ ახალი კონტრაქტის შეთავაზების შემთხვევაში მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აქტიურად ვრცელდებოდა ხმები საუდური კლუბების ვან დაიკის მიმართ ინტერესის შესახებ.