პორტუგალიურმა კლუბმა „ავეშმა“ გიორგი აურჯანიას ტრანსფერი დაადასტურა:
„ჩვენი გუნდის ნახევარდაცვა ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა, გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში თურქეთის სუპერლიგაში გატარებული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა. მან საქართველოს ნაკრებში 39 მატჩი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ იმიტომ გამოტოვა, რომ თურქულ კლუბთან გარკვეული იურიდიული დავა ჰქონდა“, – აღნიშნილია კლუბის კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალ კლუბში გადასვლასთან დაკავშრებით კომენტარი გიორგი აბურჯანიამაც გააკეთა:
„პორტუგალიაში დაბრუნება იმ ამბიციურმა პროექტმა გადამაწყვეტინა, რომელიც კლუბმა გამაცნო. კლუბს სურს, რომ განვითარდეს და დიდი მოზნებისთვის იბრძოლოს, მე მიმაჩნია, რომ აქ თამაში, ნაკრებში დაბრუნებაში დამეხმარება.
შეგახსენებთ, რომ აბურჯანია გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ჰათაისფორში“ თამაშობდა, თუმც ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩენა ვერ ვიტყვით, რომ კლუბთან დავის შედეგია, როგორც ამას პორტუგალიური კლუბის პრეს-სამსახური წერს.