„ლივერპულის“ მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
„მის წინააღმდეგ თამაშისას სრულიად განსხვავებულ გრძნობებს განვიცდი. ყოველთვის უნდა იყო საგანგებო მზადყოფნაში, როცა ის ბურთით თქვენს მახლობლად არის და ვფიქრობ, ძალიან იშვიათია, მოთამაშე რომელიც ოპონენტს ასე აფორიაქებდეს.
ჩემი აზრით, ის საუკეთესოა თამაშის ბევრ ასპექტში, მას შეუძლია თითქმის ყველაფერი გააკეთოს ფეხბურთის მოედანზე და ამიტომაც ის საუკეთესოა“, – უთხრა ამერიკულ პრესას ალექსანდერ-არნოლდმა.
ივლისში მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მოიგო 2024 წლის კოპა ამერიკა და გახდა ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში. 37 წლის ფეხბურთელს 45 ტიტული აქვს.