Napoli player Walid Cheddira in action during the pre season friendly game between SSC Napoli and Mantova at Dimaro Sport Center, on July 20 2024 in...„ნაპოლიმ”, რომელიც ახალი სეზონისთვის ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ემზადება, დიმაროში სერია B-ს გუნდ „მანტოვას” 3:0 მოუგო. ეს გახლდათ ნეაპოლელთა მეორე ტესტ-მატჩი. გოლები გაიტანეს იესპერ ლინდსტრომმა (4), ლეონარდო სპინაცოლამ (10) და ვალიდ ჩედირამ (16).

„ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელიც ფიზიკურ მომზადებასა და ტაქტიკაზე ცხრადღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ჩავატარეთ. მომეწონა ზეწოლა, რომელიც მეტოქეს მოვუწყვეთ. მომეწონა როგორ შევინარჩუნეთ დაცვის ხაზი საკუთარი საჯარიმოდან შორს. ბურთის ფლობასა და თამაშის კონტროლში კი მეტი გვმართებს. საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ რიგი საკითხების გამოსწორება გვმართებს.

შეხვედრა მაინცდამაინც დატვირთული არ ყოფილა. გავიმეორებ, რომ ბურთის ფლობის გაუმჯობესება გვმართებს. ვთამაშობდით აგრესიულად და მაღლა. ახლა, ნაკრებების მოთამაშეთა დაბრუნებას ველოდები, თუმცა კმაყოფილი ვარ იმ ბიჭებისაც, ვინც ჩემს განკარგულებაში იყო.

დიმაროში კარგი შეკრება გამოგვივიდა. საქმეს ნელა შევუდექით, მაგრამ პროგრესს მივაღწიეთ. ფეხბურთელებს ესმით, რასაც ვითხოვ მათგან. ამხანაგურ შეხვედრებში გამარჯვება ძალიან გეხმარება.

მე აგრესიული გუნდი მჭირდება და არა ისეთი, რომელიც დგას და სიკვდილს ელოდება. ბურთის გათამაშების ხაზები უნდა გავაუმჯობესოთ”, — თქვა მატჩის შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა.