სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. „ვარდებმა“ გადამწყვეტ მატჩში ბოლო სამი ჩემპიონატის ტრიუმფატორ საფრანგეთს 21:13 მოუგეს, არადა სულ რაღაც ერთი თვის წინ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ტესტ-მატჩში სასტიკად დაამარცხეს – 45:17.

მესამე ადგილზე ახალი ზელანდიის U20 გავიდა, რომელმაც ირლანდიას 38:24 აჯობა. მე-5 ადგილისთვის მატჩი არგენტინამ ავსტრალიას 14:6 მოუგო, მე-7 ადგილზე მასპინძელი სამხრეთ აფრიკა გავიდა, რომელმაც უელსი 47:31 დაამარცხა, მე-9 ადგილზე ტურნირი საქართველომ დაასრულა, რომელმაც იტალიას 24:13 მოუგო, ხოლო მე-11 საფეხური ესპანელებმა დაიკავეს, რომელთაც ფიჯი დამატებით დროში 24:19 დაამარცხეს.

ფიჯი გავარდა და გაისად ალაფაზე ითამაშებს, მის ნაცვლად კი ელიტაში შოტლანდიელი 20-წლამდელები იასპარეზებენ. ერთი ისაა, რომ 2025 წლი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი ჯერაც არაა დადგენილი. ამბბობენ, საქართველოსა და ესპანეთის კანდიდატურებს შორის „მსოფლიო რაგბი“ უპირატესობას დასავლურ იბერიას მიანიჭებსო.

წილი
წინა სტატიალუკაკუ ნაკლებს მიიღებს
შემდეგი სტატიავოლაბებს ვეღარ მოვერიეთ
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.