საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ირლანდიას დაუპირისპირდება – წილისყრა დღეს შვეიცარიაში გაიმართა.​

ორრაუნდიანი ფლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს პირველ რაუნდში ირლანდიას შეხვდა, ხოლო ამ წყვილის გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთი-უელსის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და გაირკვევა, ვინ მოიპოვებს ევროპის ჩემპიოანტის ფინალური ეტაპის საგზურს.

პირველი რაუნდის შეხვედრები 23-29 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო მეორე რაუნდის მატჩები – 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.

ქალთა მსოფლიო რეიტინგში ირლანდია 25-ე პოზიციაზეა, საქართველო 119-ზე.