Today the medical visits and formalization, Morata comes out in the open: I  will go to Milan - Bota Sot News

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, ალვარო მორატამ, მადრიდის „ატლეტიკოდან“ „მილანში“ გადასვლაზე ისაუბრა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მილანი“ მზადაა გადაიხადოს მორატას კონტრაქტში არსებული კომპენსაცია, რომელიც 13 მილიონ ევროს შეადგენს.

„მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას. ახლა შვებულებაში მივდივარ, რადგან ოჯახთან ერთად უნდა ვიყო, რომელიც ძალიან დამეხმარა, თორემ უკვე ხვალიდან დავიწყებდი ვარჯიშს.

რატომ დავთანხმდი „მილანში“ გადასვლას? ზლატან იბრაჰიმოვიჩის, გუნდისა და მწვრთნელის ნდობამ დამარწმუნა“.

მორატა მადრიდის ა„ტლეტიკოს“ „ჩელსიდან“ 2020 წლის ივნისში შეუერთდა. სატრანსფერო თანხამ 35 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში მორატამ 48 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.