ინგლისელი ფანები ასახელებენ ზუსტ მომენტს, როდესაც ევრო 2024-ის ფინალში მოვლენები ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ შემოტრიალდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 2:1 დასრულდა ესპანელების სასარგებლოდ. გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე „რეალ სოსიედადის” თავდამსხმელმა მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა.
შეხვედრის ხანგრძლივი მონაკვეთების განმავლობაში ინიციატივა სამხრეთელებს ჰქონდათ. ბურთის ფლობაში უპირატესობა მათი იყო — 66%. პირველი გოლი „ლა როხამ” მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდო. ეს ბილბაოელმა ნიკო უილიამსმა გააკეთა, მაგრამ ერთი ხნის შემდეგ კოულ პალმერმა გათანაბრება მოახერხა.
ინგლისელ გულშემატკივართა შორის დაისვა კითხვა: როდის დადგა წამი, როდესაც თამაში გარეთ საუთგეიტის გუნდის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა? საყოველთაო აზრით ეს მოხდა 75-ე წუთზე, როდესაც ინგლისის ნაკრებმა მეტოქის საჯარიმოსთან აუტი მოიპოვა და ნაცვლად იმისა, რომ შეტევა განევითარებინა, უკან დაიხია. კაილი უოქერმა ბურთი უკან, ცენტრთან დააბრუნა, სადაც ის ჯონ სტოუნზმა მიიღო და… მეკარე ჯორდან პიკფორდს დაუგორა. პიკფორდმა დაარტყა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ პასი თანაგუნდელისთვის მიეწოდებინა, ესპანელებს ჩაუგდო ხელთ. ამის შემდეგ ესპანელები გადაჯგუფდნენ და თამაშის სურათი შეიცვალა. როგორც მრავალთაგან ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა, ამ წამის მერე ინგლისელთა თამაში მოკვდა.
დარჩენილ 15 წუთში საუთგეიტის ფეხბურთელებმა ის ძაფი დაკარგეს, რომლის წყალობითაც წინა 25 წუთის განმავლობაში მეტოქეს მეტად თუ ნაკლებად თანაბრად ეთამაშებდონენ.
გულშემატკივრების მოსაზრებას სრულიად ეთანხმება თავად ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტიც.
„იყო ერთი მომენტი, როდესაც ჩვენ მეტოქის მესამედზე აუტს ვაწოდებდით და აშკარად გვქონდა შეტევის განვითარების შესაძლებლობა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ბურთი მათ საჯარიმოსთან გვეტრიალებინა, პასი უკან გადავაწოდეთ. ამის მერე დაიწყო ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ბურთი ვეღარ ვიხელთეთ. თუ გნებავთ ასე ვთქვათ: ეს ეპიზოდი გარდატეხი გამოდგა”.