The England star got the assist for Cole Palmer's goalბერლინში ევრო 2024-ის ფინალის დასრულების შემდეგ დამარცხებული ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა წყლის გამაგრილებელ კონტეინერს წიხლი ჩასცხო. „რეალის” ვარსკვლავისთვის ეს იყო დიდი იმედგაცრუების დღე: ინგლისელებმა ევრო 2021-ის ფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხებიდან სამ წელიწადში კვლავ ფინალი წააგეს. ამჯერად ესპანეთთან – 1:2.

Bellingham trudged past the trophy with sadness written across his faceბელინგემი წაგებას დაჩვეული არ არის. ბოლო პერიოდში მას ძალიან ხშირად ასახელებდნენ ინგლისელებისა და მადრიდელების გმირად, მაგრამ ამჯერად ვერაფერს გახდა. ფინალში ჯუდმა ვარსკვლავური მაკრატელა ან რამე მსგავსი ვეღარ შეასრულა. ინგლისის ნაკრებმა კვლავ ვერ მოახერხა მოეგო დიდი შეჯიბრება — მისი ერთადერთი ტრიუმფიდან 58 წელიწადია გასული.

და ბელინგემის შინაგანმა დუღილმა ზღვარს მიაღწია: 21 წლის ვარსკვლავმა ჯავრი მაცივარზე იყარა. კონტეინერის შიგთავსი გაიფანტა. შემდეგ ბელინგემი სათადარიგოთა სკამზე ჩამოჯდა, სადაც თავის ემოციასთან მარტო დარჩა. კარგა ხანს თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. მოგვიანებით მას კაპიტანი ჰარი კეინი და მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი ამშვიდებდნენ.

როდესაც მეორეადგილოსნის მედალი გადასცეს, ჯუდმა ესპანეთის დროშის ფერებიანი ზონარებით მოკაზმულ თასს არც კი შეხედა, გვერდით ჩაუარა. შემდეგ ინგლისელი ფეხბურთელები ტრიბუნაზე ოჯახის წევრებთან ავიდნენ. ბელინგემი დედასთან, დენისთან მივიდა.

თუმცა, გულდასაწყვეტი ფინალის მიუხედავად ჯუდ ბელინგემისთვის სეზონი ცუდი არ ყოფილა. მან „რეალში” გატარებულ პირველსავე სეზონში ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.