გერმანიის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ბუნდესნაკრებში ფეხბურთელისთვის ბოლო მატჩი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთთან დამარცხება იყო (1:2).
„ყოველთვის ვამაყობდი, რომ წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ახლა ტრიბუნებიდან ვუგულშემატკივრებ ეროვნულ გუნდს“.
34 წლის მიულერის დებიუტი ქვეყნის ნაკრებში 2010 წლის ოქტომბერში შედგა. მას შემდეგ თომასმა ნაკრებში 131 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. თავდამსხმელმა მონაწილეობა მიიღო ოთხ ევროპის ჩემპიონატზე და ოთხ მუნდიალზე 2014 წელს გერმანიასთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.