Alcaraz defeats Djokovic to become Wimbledon men's singles champion | UK News | Sky News21 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა „უიმბლდონი“ ზედიზედ მეორედ მოიგო.

ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ფინალში 37 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს შავი დღე აყარა და სამ სეტში აჯობა – 6:2; 6:2; 7:6.

საწყისი ორი სეტი ალკარასმა ყოველგვარი გართულებების გარეშე მოიგო. ესპანელს ყველაფერი გამოსდიოდა და სერბ მეტოქეს შანსს არ უტოვებდა. დაძაბული და დრამატული მხოლოდ მესამე სეტი გამოდგა. 4:4 ისე გახდა, ჩოგბურთელებს ჩაწოდება არ გაუფუჭებიათ. ალკარასი მეცხრე გეიმში ამუშავდა და ბრეიკი გაახერხა, ხოლო მე-10 გეიმში, საკუთარ ჩაწოდებაზე 40:0 დაწინაურდა. აქ გაიბრძოლა ჯოკოვიჩმა, სამმაგი სეტ-პოინტი მოიგერია და თამაში ტაი-ბრეკზე გადაიყვანა. თუმცა, ალკარასის შეჩერება ვეღარ მოახერხა და ესპანელმა 7:4 იმარჯვა.

ეს 21 წლის ალკარასის მოგებული დიდი მუზარადის მეოთხე ტურნირია…

ქალთა შორის გამარჯვებული ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა გახდა, ვინაც ფინალში იტალიელი ჟასმინ პაოლინი სამ სეტში დაამარცხა – 6:2; 2:6; 6:4. პირველი სეტი კრეიჩიკოვამ მარტივად მოიგო, რასაც იტალიელმა ასევე მარტივად უპასუხა. გადამწყვეტ სეტში თანაბარი ანგარიში მეცხრე გეიმამდე ფიქსირდებოდა, მაგრამ კრეიჩიკოვამ მეტოქეს ჩაწოდება აართვა, რასაც საკუთარი მიყოლა და დიდი მუზარადის ტურნირი მეორედ მოიგო. აქამდე 28 წლის ჩეხს მხოლოდ „როლან გაროსზე“ ემარჯვა.

Krejcikova holds off Paolini to win Wimbledon title | Reuters