იტალიური მედიის თქმით, ნეაპოლში ამოისუნთქეს, რისი მიზეზიც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის ინტერვიუ ყოფილა. ეს ინტერვიუ ჯუღელმა ევრო 2024-ის დღეებში, კერძოდ საქართველოს მიერ პორტუგალიის 2:0 ძლევის შემდეგ, ცნობილ რუს ჟურნალისტს ნობელ არუსტამიანს მისცა. საუბარს კვარაცხელიას მამა ბადრიც ესწრება. მოგვყავს მთავარი თემები:

…ვწუხვარ თუ არა კვარა ჩემპიონთა ლიგაში რომ ვერ ითამაშებს? დიახ. ამიტომ საჭიროა გუნდმა ისევ მოიგოს სკუდეტო…

…რჩება თუ არა ის „ნაპოლიში”? ყველაფერი პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზეა დამოკიდებული. თუ მას კვარაცხელიას გაყიდვა უნდა, ასეც მოიქცევა, მაგრამ თუ „ნაპოლი” იტყვის, რომ ის უნდა დარჩეს, მაშინ კონტრაქტი კონტრაქტია და ჩვენ მას განვაახლებთ…

calciomercato წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 1.8 მილიონი ევროა, კონტრაქტის განახლების შემთხვევაში კი ის წელიწადში 5 მილიონამდე გაიზრდება.