Napoli's Italian defender Giovanni Di Lorenzo and Inter Milan's Argentine forward Lautaro Martinez vie for the ball during the Italian Super Cup...ჯოვანი დი ლორენცომ „ნაპოლის” ფანებს წერილით მიმართა, რომელშიც წერს, რომ ის არსად მიდის. „აძურის” კაპიტანი ამბობს, რომ ამ დღეებში ის შეხვდა ორივეს, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელს ანტონიო კონტეს, რომელთაც დაარწმუნეს, რომ პრობლემები, რომლებიც მას გასულ სეზონში ჰქონდა, აღარ ექნება.

იტალიურ Canale 8-ზე კი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ფირფიტა გადმოატრილა და თქვა, არასდროს მიხსენებია, თითქოს ჩემი კლიენტი გუნდიდან მიდიოდაო. ქვემოთ ციტატებს გთავაზობთ:

…იყო ათასი სიტუაცია, რომლებმაც დი ლორენცოს პრეობლემები შეუქმნა. მან ამ პრობლემებისგან თავის დაღწევა მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან ერთად სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ის სასოწარკვეთილი იყო, რის შესახებ დაწერა კიდეც თავის წერილში, თუმცა დეტალურად ყველაფერს მაინც 22 ივლისს ვიტყვი, როდესაც პრესას შევხვდები.სწორედ მაშინ გაიგებენ ტიფოზები, თუ რა ჭკუაზე იყო ამ ხნის განმავლობაში დი ლორენცო. ეს იყო სირთულეების გადალახვის პერიოდი. დღეს, როდესაც ყველაფერი მოგვარებულია, ცუდ ფიქრებს შეგვიძლია თავი დავანებოთ…

…ჯოვანის „ნაპოლი” და მისი პრეზიდენტი გიჟურად უყვარს. მას არ დავიწყებია რას წარმოადგენდა ადრე და რას წარმოადგენს დღეს, დე ლაურენტისის დახმარებით. მას უყვარს ნეაპოლელი ფანები. რასაკვირველია, გულშემატკივრები მის მიმართ მკაცრად მოიქცნენ, მაგრამ დიდი ბრაზი დიდი სიყვარულის ნიშანია. სტვენა კი ფეხბურთელის სამუშაოს შემადგენელი ნაწილი გახლავთ. თუ ის შემდეგ სეზონს დიდებულად ჩაატარებს, სტვენა კვლავ ტაშით შეიცვლება. დი ლორენცო თავის ცუდ განწყობას იმიტომ კი არ გამოხატავდა, რომ „ნაპოლიდან” წასვლა უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ იმედგაცრუებული იყო. მას ჰქონდა შეგრძნება, რომ ყველამ მიატოვა. ბევრი რამ ჯერ კიდევ არ გვითქვამს…

…დი ლორენცო აქამდე იმიტომ არ ლაპარაკობდა, რომ „ნაპოლის” წინაშე იყო ვალდებული. შემდეგ ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და კვლავ არ იყო პრობლემებზე ლაპარაკის დრო. დღეს, როდესაც კლუბთან ყველაფერი მოგვარდა, რაღაცების მოყოლა უკვე შეიძლება. დი ლორენცო „ნაპოლიში” დარჩა, რადგან სწამს კლუბის ახალი პროექტის და იმის, რამ თავად ამ პროექტის ლიდერი და ერთ-ერთი ფუნდამენტური ფეხბურთელი იქნება…

…მე პატიოსანი კაცი ვარ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩემს პროფესიაში წარმატებას მიაღწიო, დიდი მატყუარაც უნდა იყო. აქამდე ბევრს ვლაპარაკობდი დი ლორენცოს „იუვენტუსში” გადასვლაზე. „იუვე” დიახაც იყო ერთ-ერთი იმ კლუბთაგანი, რომელმაც დაგვირეკა, მაგრამ ის დი ლორენცოს შეძენით ყველაზე მეტად დაინტერესებული კლუბი არ ყოფილა. ტურინელებთან დაკავშირებით გადავაჭარბეთ. „იუვენტუსთან” მილაპარაკებების მაგიდას არ მივჯდომივარ. ფეხბურთელი ან ჩემი რომელიმე წარმომადგენელი არასდროს შეხვედრია მათ. ჩვენ „ნაპოლის” დამარცხებულს არასდროს დავტოვებთ. შესაძლოა დი ლორენცო წავიდეს, მაგრამ ეს თუ მოხდა მოხდება გაისად, მას მერე, რაც „ნაპოლი” გაიმარჯვებს…