ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი კი გახდა პირველი გუნდი ევროს ისტორიაში, რომელმაც ერთ ტურნირზე ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას (3:0), იტალიას (1:0) და ალბანეთს (1:0) მოუგო. მერვედფინალში ესპანელებმა საქართველო დაამარცხეს (4:1), მეოთხედფინალში კი გერმანელებს სძლიეს 2:1 (1:0 დამატებით დროში).

ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთის ნაკრები ნიდერლანდები-ინგლისის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

Spain beats Georgia to assure top seeding in Georgia, but loses Gavi with  knee injury-Xinhua