არგენტინის ნაკრებმა 2024 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალურ მატჩში კანადის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2:0 და ზედიზედ მეორედ გავიდა ტურნირის ფინალში.
ამგვარად, თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მერვე დიდი ტურნირის ფინალს უწია (ხუთი კოპა ამერიკა, ორი მსოფლიო ჩემპიონატი და ერთი ფინალისიმა).
2024 წლის კოპას ფინალში არგენტინელები ურუგვაი-კოლუმბიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდებიან, რომელიც 11 ივლისს გაიმართება.
მიმდინარე ტურნირზე მესიმ 4 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.